პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გუნდში საუბარი არ ყოფილა. როგორც კახიანმა განაცხადა, მან არ იცის თუ რას ეფუძნება ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, თუმცა არნიშნავს, რომ ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს ეს მხოლოდ დაწინაურება იქნება, რადგან ვიცე სპიკერი ძალიან მარალი თანამდებობაა. საკითხს დღეს ანრი ოხანაშვილის გამოეხმაურა რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბესელიას შემცვლელად მოიაზრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოხანაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ არაფერი იცის და მსგავსი საკითხი მისი მონაწილეობით არავის განუხილავს.
იხილეთ:
თორნიკე შარაშენიძე - "ბესელია თუ ნაკლებად გამოჩნდება საზოგადოებაში ეს იქნება მხოლოდ კარგი იქნება"