პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ლარის კურსის გაუფასურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს. ბახტაძის აზრით, ამ პროცესს ხელი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებებმა შეუწყო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კურსის დასტაბილურებას ხელი ლარიზაციის პროცესმა უნდა შეუწყოს, რა კუთხითაც მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.