იაპონიის პრინცესა აიაკოსა და მისი რჩეულის კეი მორიტის ქორწილი ტოკიოში მეიძის ტაძარში გაიმართა. საქორწილო ცერემონიალს დაახლოებით 30 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პრინცესას ოჯახის წევრები. 28 წლის პრინცესა აიაკო ტაკამადო იაპონიის იმპერატორის აკიჰიტოს ბიძაშვილის შვილია. აიაკოს 32 წლის ქმარი არისტოკრატი არ არის. ის იაპონიის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის თანამშრომელია.ტრადიციის თანახმად პრინცესა, რომელიც ცოლად უბრალო წრის წარმომადგენელს გაყვება, ტიტულზე უარი უნდა თქვას. აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმპერატორის ოჯახის კაც- წევრებზე. ქორწილის შემდეგ აიკაო სახელმწიფოსგან 1,3 მლნ დოლარს მიიღებს, რათა წინა სტატუსის შესაფერისი ცხოვრების სტილი შეინარჩუნოს.