კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც 81 მილიონი ლარი ჯდება, წლის ბოლოს დასრულდება - Palitra News

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც 81 მილიონი ლარი ჯდება, წლის ბოლოს დასრულდება

2018-11-05 12:48:42+04:00

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. საბაგიროს მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნენ. ახალი საბაგირო გზა შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემასაც მოაგვარებს. პროექტი მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე პროექტის დასრულებას გეგმავს.