ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina- ში საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება მიანიშნებს, რომ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაიგოს ქართული ღვინის შესახებ. გამოფენაზე ყოველწლიურად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.