ეკონომისტებისა და ექსპერტების ნაწილი, საქართველოში ბოლო დროს ამოქმედებული ეკონომიკური რეფორმების არაეფექტურობაზე საუბრობს. მათი შეფასებით, განხორციელებული რეფორმები უმეტეს შემთხვევებში არათანმიმდევრული და სპონტანური იყო. ეკონომისტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპროგრამო დოკუმენტებში გაცხადებული მიზნები, რომლებიც სიღარიბის და უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდებოდა, კვლავ მიუღწეველი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, მისმა სიკეთემ მოსახლეობის დიდ ნაწილამდე ვერ მიაღწია.