"ვისოლმა" ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლებისა და კორპორაციული პარტნიორების სახელზე ხეები დარგო. მიმდინარე წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს, 2008 წელს განადგურებული და შემდგომ ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარდა. კორპორაციული პარტნიორების გარდა, კომპანიამ ინიციატივაში, "ეკოს" ავტოგასამართი სადგურის მომხმარებლებიც ჩართო. "ვისოლის" გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა. "ვისოლის" გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრისა და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას მოიცავს. ამასთან უზრუნველყოფს ეკო-მეგობრული განათებების მონტაჟსა და ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას