"იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ტელეკომპანიაში აცხადებენ რომ წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. მათივე თქმით, "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.თოქ-შოუ "პირისპირ" ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ "იმედის" ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ "იმედი Live", რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება. "გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი "იმედისთვის" გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა"- ნათქვამია ტელეიმედის განცხადებაში.