საქართველოში რიგით მეხუთე არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სპეციალისტების ანალიზით, ჩვენს ქვეყანაში ერთ ამომრჩეველზე გაცილებით მეტი თანხა იხარჯება ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სოსო არჩვაძის განმარტებით, საარჩევნო კამპანიას ერთი პოტენციური ამომრჩევლის ხმა 50 ლარამდე უჯდება. საარჩევნოდ გაწეული ხარჯი რომ დიდია, ამას არც ხელისუფლებაში უაროფენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დემოკრატიის პროცესების შემდგომი გამტკიცების ფონზე, ეს ხარჯები აუცილებლად შემცირდება. საარჩევნო ხარჯებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ყურადღებაც მიიპყრო. დელეგაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ჰუნკოს განცხადებით წინასაარჩევნო კამპანიისთვის საქართველოში დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული რაც ღარიბი ქვეყნისთვის უცნაურია.