საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის წაგების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კომენტარს აღარ აკეთებს. ჟურნალისტებმა მას კითხვები დაუსვეს, თუმცაქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არცერთ მათგანზე პასუხის გაცემა აღარ ინდომა. რა მოლოდინი აქვს მეორე ტურში, როგორია მისი შეფასება არჩევნებსა და მის შედეგებზე, გამარჯვების წინასწარ სამზადისზე, რიდის გააკეთებს საჯარო განცხადებას, ოპოზიციის გაერთიანებაზე მის წინააღმდეგ - ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ კითხვებზე არჩევნებიდან მეორე დღეს, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ მოკლე რეპლიკით შემოფარგლა.