საქართველოში სიგარეტის იმპორტი გაორმაგდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში სიგარები, სიგარელები და სიგარეტები ტოპ-10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის იყო და მისმა იმპორტმა 123 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 63 მილიონ 800 ათასი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში თამბაქოს იმპორტი 59 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო. შეგახსენებთ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.