ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, ვფიქრობ, უზნეობაა, ცინიზმია. სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან არნაირად იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ამ მკვლელობის თაობაზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა.
"რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია - ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს" - ბიძინა ივანიშვილი