გრძნობთ თუ არა თანაგრძნობას კაცის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვეა ითხოვს შვილის მკვლელობაზე სიმართლის დადგენას? - ივანიშვილის პოზიცია ხორავას საქმეზე - Palitra News

გრძნობთ თუ არა თანაგრძნობას კაცის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვეა ითხოვს შვილის მკვლელობაზე სიმართლის დადგენას? - ივანიშვილის პოზიცია ხორავას საქმეზე

2018-10-24 10:14:36+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, ვფიქრობ, უზნეობაა, ცინიზმია. სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან არნაირად იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ამ მკვლელობის თაობაზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა.

იხილეთ: "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

"რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია - ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს" - ბიძინა ივანიშვილი

"ვცხოვრობ ნორმალურად, ვარ პარტიის თავმჯდომარე - ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ ცოტა უხერხულია" - ივანიშვილი