დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა ფრენბურთში უკვე მეორე დამაჯერებელი გამარჯვება სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხეს და ოქროს მედალიც მოიპოვეს.მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საქართველოდან გულშემატკივრობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე, მათ ქართველ სამხედროებს გამარჯვება სატელეფონო საუბრის საშუალებით მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.