შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო. ახალდდანიშნული მართლწესრიგის ოფიცრები ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ. ისინი მომავალი 5 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან სპეციალური მომზადების კურსს, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა უბანში გადანაწილდებიან.