ახლა კი, როცა ყველაფერი იცით ხვხვსა დანიორის შესახებ, მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას ამ ორ ბოსტნეულზე. ნიორის გარჩევა არავის უყვარს, რადგან ის არასასიამოვნო სუნს კანზე დიდიხნის მანძილზე ტოვებს. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, ნივრის გარჩევის მეთოდს გასწავლით. მთლიან ნიორს დააჭირეთ დანა ზემოდან, შემდეგ მოათავსეთ ის თავდახურულ ჭურჭელში და ერთი წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ, ასეთი მოქმედებით ნიორი ისე გაირჩევა, რომ თქვენ მასთან შეხება არ მოგიწევთ. ხახვის დაჭრისას ცრემლდენის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა გარჩეული, შუაზე გაჭრილი ხახვი და ასევე დანა მასივარში მოათავსოთ, ცივი პროდუქტიდან ფერხდება ჰაერში იმ ნივთიერების აორთქლება, რომელიც ცრემლდენას იწვევს.