ობობა, რომლის წინაპრები 380 მილიონი წლის წინ, პრაქტიკულად პირველები გაშინაურდნენ დედამიწაზე, დღეს ნებისმიერი კლიმატური ზონის ეკოსისტემის მნიშვნელოვან "ატრიბუტად" ითვლება. მართალია, ობობას სახეობათა უმეტესობა აბსოლუტურად უვნებელია, მაგრამ შავ ქვრივად წოდებულ შხამიან ყარაყურთს, რომლის ნაკბენი 15-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩხრიალა გველის, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. მართალია, შავი ქვრივის სამშობლოდ ჩრდილოეთ ამერიკა ითვლება, მაგრამ ყარაყურთი ავსტრალიაში, ევროპასა და აფრიკის კონტინენტზეც საკმაოდ ინტენსიურად მრავლდება, სადაც ათწლეულების წინ, სოფლის მეურნეობის იმპორტირებულ პროდუქტთან ერთად სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ემიგრირებული. მეტწილად შავი ქვრივი მღრღნელების სოროებსა და ხშირ მცენარეებში იდებს ბინას, ზამთრის სიცივეს კი, როცა ღრმა ძილს ეძლევა, გამთბარი ფარდულების და სარდაფების ჩაბნელებულ, აუცილებლად მშრალ კუთხეებს აფარებს თავს.