მინდა ამ 6 წლის ბოლოს, ჩემი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ იმას, ყველა მოქალაქე ამბობდეს, რომ ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი.საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უჭერს.