ავტომობილს თქვენი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შუეძლია. საუბარია ელექტრომობილებზე, რომელთაც ენერგია დაზოგილი აქვთ, იგი შეიძლება სახლში მაგალითად, სარეცხის მანქანის ჩასართავად გამოვიყენოთ. უფრო კონკრეტულად ამ ტიპის ელექტრომობილს შეუძლია, მორჩენილი ელექტროენერგია სახლს დაუბრუნოს.
სოლფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები სწორედ აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობენ. მკვლევარები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ელექტრომობილები ჰყავთ, შეამცირონ კომუნალური ხარჯები. მათ შეუძლიათ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეამოწმონ თუ რა ჯდება ელექტროენერგია დღის განმავლობაში დროის სხვადასხვა მონაკვეთში და გადაწყვიტონ დატენონ ელექტრომობილი თუ პირიქით, ელექტრომობილის ენერგია გამოიყენონ სახლში სხვადასხვა ტექნიკის ჩასართავად.ასე მაგალითად, თუ რაღაც მომენტში, როგორც ეს ცალკეულ ქვეყნებშია, იაფი იქნება ელექტროენერგია, შეუძლიათ ავტომობილი დასატენად შეაერთონ, ხოლო თუ ძვირია, მაშინ პირიქით, ელექტრომობილის ენერგია გამოიყენონ. სისტემა საშუალებას იძლევა შემცირდეს კომუნალური ხარჯები ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ენერგია.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ქვეყნების ნაწილი ეტაპობრივად კრძალავს დიზელზე მომუშავე მანქანებს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას. ლექტრომობილების პოპულარობა იზდება საქართველოშიც.