ლარის კურსი კვლავ ეცემა - სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.70 ლარად, ევრო კი 3.11 ლარად იყიდება. უკვე ცნობილია ოფიციალური კურსიც. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6838 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6855 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს ოფიციალურ კურსს, ის , 3.1022 ლარს შეადგენს.. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.