ჩვილები სხვადასხვა მიზეზით ტირიან - ხან შიათ, ხან სველი საფენი აწუხებთ, ხანაც უბრალოდ დედასთან კონტაქტი სურთ. თავიდან თითქოს ძნელია ტირილის მიზეზში გარკვევა. ზოგჯერ 2-3 კვირის ასაკიდან ახალშობილს ტირილის სრულიად გაუგებარი შეტევები ეწყება, რაც ძირითადად საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება. ამ შეტევებს კოლიკას უწოდებენ. მისი სავარაუდო მიზეზი ორგანიზმის ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების უმწიფრობაა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მშობლების მიერ დიდი რაოდენობით გაზების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ 3-4 თვის ასაკისათვის ტირილის შეტევები უკვალოდ ქრება.