ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მედიკოსების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.