ამერიკული რესტორნების ქსელი დანკინი ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს. კომპანიამ რებრენდინგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე ერთგულ მომხმარებლებს ყავის ახალი პროდუქტი - ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით შესთავაზა. დანკინ დონატსმა საფირმო პროდუქტის - დონატის, კომპანიის დასახელებიდან ამოღების შესახებ განცხადება ახლახან გააკეთა. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარსდგება.