საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ნაწილი გააკრიტიკა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები შეფასებებში ტენდენციურები არიან და არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვლინდა.
დედაქალაქის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას განცხადებებს „ფაშისტური“ უწოდა და განაცხადა, რომ გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები სამარცხვინო და აღმაშფოთებელია.შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.