ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ გაუმკლავდა ხელისუფლებას, ვერ მმართველობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს გაზრდილია ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება ივანიშვილზე, რის გამოც საქმეები გვარდება ისე, როგორც ეს „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში მოხდა.