დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბოდორნა ჰესის მშენებლობა დაასრულა. ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის კომპანიამ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2-ნახევარი მეგავატია. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განსახორციელბლად, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 50-ზე მეტი ადგილობრივი დაასაქმა. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA” ზედამხედველობდა. ბოდორნა ჰესი ექსპლუატაციაში დღეიდან შევა და საქართველოს ერთიან ენერგო სისტემაში ჩაერთვება. ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.