საპატრიარქოში სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას პრემიერ-მიმისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საიუბილეო ღონისძიების მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შეკრებაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე არ უსაუბრიათ.