ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებით ჩვენებას სასამართლო პროცესზე მისცემს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელი ნატო ჩხეიძე ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურიდან გამოვიდა. როგორც ჩხეიძემ განმარტა, მან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ამჯობინა ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. ჩხეიძეაღნიშნავს, რომ ის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სრულად მიაწვდის სასამართლო პროცესზე, რათა სასამართლომ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. თბილისის პროკურატურაში ნატო ჩხეიძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.