ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ბოლო ორი თვეა ამის საშუალება არ ეძლევათ. ერთ-ერთი მძღოლის თქმით, თურქული მხარე ქართველ მძღოლებზე თურქეთში გადასვლისთვის საჭირო დოკუმენტაციას არ გასცემს და ისინი უმუშევრები დარჩნენ. აქციის მონაწილეები რეაგირებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბათუმი-სარფის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.