"4 მილიონი უნდა დაენახათ როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ" ,- ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელისთვის ამ თანხის გამორთმევა. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით ოფშორული კომპანიიდან 4 მილიონი გადარიცხა ფირმის ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახნილი იყო. მისი თქმით, თანხა გასცა "თიბისი ბანკმა," რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ და პროცედურა არასამუშაო საატებში გატარდა.
იხილეთ:
ზაზა ოქუაშვილი - 4 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლევან ყიფიანს ოთარ ფარცხალაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა