პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. შსს-ს განცხადებით, ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.