უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" საქმის დიდ ნაწილს ბინძურ კამპანიას და სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ კარგად მოფიქრებულ პროვოკაციას უწოდებს. მისივე მტკიცებით, ხელისუფლება ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებით „აბსოლუტურად პირნათელია“.