საქართველოს უმსხვილესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" შეისყიდა. ბიზნეს-გარიგება არ გულისხმობს კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია "პეპელა" ბაზარზე ოპერირებას კვლავ დამოუკიდებელი ბრენდის სტატუსით გააგრძელებს. "პეპელა" აქცენტს ხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად, იგი სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა.როგორც "ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განაცხადა, უკვე დაგეგმილია "პეპელას" ქსელის გაფართოება თბილისსა და რეგიონებში"წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 2008 წელს დაარსდა. დღეისათვის ქსელი ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, "ბიბლუსმა" საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი შექმნა. "პეპელა" კი უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანია დღეისათვის 10 ფილიალს აერთიანებს, მათგან 9 თბილისში, ხოლო 1 ბათუმში მდებარეობს.