ითვლება, რომ ჩათუშული პროდუქტები, შემწვარისგან განსხვავებით, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. როგორც ტეხასისა და იუტას უნივერსიტეტების კვლევამ აჩვენა, თავღია ჭურჭელში პროდუქტების თუშვისას, ჰაერში ცხიმის მიკროსკოპული ნაწილაკები ხვდება, მათი შესუნთქვისას კი შეიძლება რეალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. მეცნიერები ცხიმს აცხელებდნენ ტაფაზე და აკვირდებოდნენ რა ხდებოდა წყლის დამატებისას. წყლისა და გავარვარებული ზეთის ურთიერთქმედებით ნამდვილი აფეთება ხდება და ცხიმის მრავალი ნაწილაკი ხვდება ჰაერში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სახიფათო ქათამი და ბოსტნეულია, მათში დიდი რაოდენობით წყლის შემცველობის გამო.ექსპერტებს ძირითადი პრეტენზიები ჩინური სამზარეულოს მომზადების მეთოდებთან აქვთ. მეცნიერების თქმით, მილიონობით ადამიანი კვდება საკუთარ სახლში დაბინძურებული ჰაერის გამო. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ბინებში ახალი თაობის ვენტილაციისა და ფილტრაციის დაპროექტებას შეუწყობს ხელს.