ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა, მემანქანეების ინფორმაციით, ლიანდაგზე ახალგაზრდა გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა დისტანცია არ ეყოთ. თვითმხილველების თქმით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.