ორთოპედების რეკომენდაციით, ბავშვის სპეციალურად დასმა არ არის საჭირო, მას თავად ექნება დაჯდომის მცდელობა. ჩვეულებრივ ეს 6 თვის შემდეგ ხდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნაადრევად დაჯდომა ბავშვისთვის არ არის სასარგებლო. რაც უფრო გვიან მოხდება ვერტიკალური დატვირთვა ხერხემალზე, მით უფრო სწორი ფეხები და ზურგი ექნება მას. მშობლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეცადონ ბავშვის ნაადრევად დასმას და ამაში დახმარებას. ორთოპედების განცხადებით, თუ ბავშვს არ აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტების დარღვევა, ის აუცილებლად თავისით დაჯდება, ადგება, გახოხდება, გაივლის და ირბენს კიდეც, როცა ამის დრო მოვა. რაც შეეხება ჭოჭინას, თანამედროვე შეხედულების თანახმად, გაცილებით უკეთესია ბავშვს მისცეთ ხოხვის საშუალება. ჭოჭინას კი პედიატრები ნაკლებად გვირჩევენ. თუ არჩევანი მაინც ჭოჭინაზე შეაჩერეთ, მისი გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად ჯდომას დაახლოებით 6-7 თვის ასაკიდან.