ოსტეოპოროზს ახასიათებს ძვლის მასისა და სიმკვრივის დაქვეითება. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორი მენოპაუზაა. საქმე ისაა, რომ ქალის ორგანიზმში ამ დროს ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა ჰორმონი, ესტროგენი, რომელიც ძვლოვანი მასის დაკარგვისგან გვიცავს.სოიო მცენარეული ცილის ძვირფასი წყაროა. 100 გრამი სოიო პროტეინის დღიური ნორმის 70%-ს შეიცავს. გარდა ამისა, სოიოში ბევრი მნიშვნელოვანი ვიტამინი და მინერალია. კერძოდ, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი და კალციუმი. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოიოს ცილითა და იზოფლავონებით მდიდარი დიეტა, მენოპაუზის პერიოდში ქალს ოსტეოპოროზისგან იცავს.იზოფლავონები სოიოს შემადგენლობაში არსებული ქიმიური ნაერთებია, რომელიც სტრუქტურით ესტროგენის მსგავსია. იგი ქალებს არა მარტო ოსტეოპოროზისგან იცავს, არამედ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.