ჰოლანდიის ქალაქ ოსსში სამგზავრო მატარებლისა და ველოსიპედის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. Reuters-ის ინფორმაციით, ავარიას 4 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ზრდასრული პირი კი დაშავდა. უბედური შემთხვევა სარკინიგზო და ავტომაგისტრალების კვეთაზე მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.