ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიის დაწყება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კამპანიაზე ვაშინგტონმა 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა, ორივე მხრიდან კი მილიონობით ადამიანი დაიღუპა."ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა ახლო აღმოსავლეთში ჯარის შეყვანა იყო, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა განახორციელა. შესაძლოა, ობამას მიერ ამ ჯარის გამოყვანაც მცდარი ყოფილიყო, მაგრამ ბუშის გადაწყვეტილება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყოდიახ, ჩვენ გვქონდა სამოქალაქო ომიც, მაგრამ სამოქალაქო ომი ეს სამოქალაქო ომია და სულ სხვა საკითხია" - განაცხადა ტრამპმა