ახლო აღმოსავლეთში და არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობისა და ომების გამო, დასავლურ სამყაროში დიდი რაოდენობით მუსლიმანი მიგრანტი ჩადის, რის გამოც ცალკეულ ქვეყნებში შარიათის წესების შესრულებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.როგორც ცნობილია, ისლამში მოქმედებს შარიათის ნორმები, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ "დრესკოდს", რომელიც ქალების ჩაცმის სტილს არეგულირებს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებში ამ "დრესკოდს" სხვადასხვა ფორმით ასრულებენ. რიგ ქვეყნებში ქალები უცხო თვალისგან მთელსხეულს მალავენ, ზოგიერთ ქვეყნებში კი მხოლოდ თავსაბურავით შემოიფარგლებიან.