ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა. ამ "თანამდებობაზე" ვალერი ბგანბამ 8 სექტემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გენადი გაგულია შეცვალა. "ხელი მოვაწერე ბრძანებას ვალერი ბგანბას დანიშვნის შესახებ. ამ ადამიანს თქვენ კარგად იცნობთ", - განუცხადა "მთავრობის" წევრებს ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. 2012-2017 წლებში ვალერი ბგანბა ე.წ. პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა