"სწავლა დათო სარალიძის გარეშე დაიწყო", - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტიდან #51-ე საშუალო სკოლამდე დათო სარალიძის მეგობრების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა მოკლული დათო სარალიძე გაიხსენეს.შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად აქციებს 10 სექტემბრიდან მართავს და თავისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. 17 წლის დათო სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლეს.