აშშ-ი ქარიშხალ "ფლორენსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. დაზიანებულია ათობით ათასი სახლი, მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმებულია თითქმის 1500 ავიარეისი. მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი "ფლორენსი" აშშ-ს ატლანტიკის სანაპიროს 3 დღის წინ დაატყდა თავს და წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია. სტიქიის ძირითადი დარტყმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებმა მიიღეს. ახლა "ფლორენსი" ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა. ქვეყნის მთავრობამ სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. წინასწარი მონაცემებით ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10-დან 60 მილიარდ დოლარამდე გახდება საჭირო.