ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია.როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“.