გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მეუღლესთან - პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან ერთად, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდა."სახლი საზღვრებს გარეშე" ლუდმილა სალიას ინიციატივით და ევროკავშირის და სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. ამჟამად თავშესაფარში 11 ადამიანი ცხოვრობს.ნინო ანანიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მოხუცების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაიზრდება პენსია და თავშესაფრების დაფინანსება.გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და მისი მეუღლე სოფელ ხურვალეთში ოკუპაციის ხაზთანაც მივიდნენ.