ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის თბილისის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება.თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებს ამ საკითხის მოგვარება უკვე დაავალა. მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, 2 ათასზე მეტი ლიცენზიაა გაცემული.
ცნობისთვის, ტაქსების ლიცენზიის გაცემა 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.