"ბლუმბერგის" ინფორმაციით, იაპონური კომპანია Nomura Holdings აქვეყნებს იმ განვითარებადი ქვეყნების სიას, რომლებიც სავალუტო რისკის ქვეშ არიან. ეს ქვეყნებია: შრილანკა, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და უკრაინა. აღნიშნული კომპანიის გათვლები ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა სავალუტო რეზერვების მოცულობა, ვალის დონე, საპროცენტო განაკვეთი და საიმპორტო გადაფარვა.
ამასთან, კომპანიამ დაბალი სავალუტო რისკის ქვეშ მყოფი რვა ქვეყანაც დაასახელა. ესენია : ბრაზილია, ბულგარეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, პერუ, ფილიპინები, რუსეთი და ტაილანდი.