21-23 სექტემბერს თბილისში ბლოკჩეინ ინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო "ჰუალინგი" უმასპინძლებს. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიტმეინის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ გახსნის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კონფერენცია 2018 წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1000-ზე მეტი სტუმარი და 40-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას"ბიტმეინ ტექნოლოჯი" ბლოკჩეინის ინდუსტრიის ლიდერია. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიში რამდენიმე მსხვილ კრიპტო მიმართულებას განკარგავს. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე. ბითმეინმა თბილისში წარმომადგენლობა 2018 წლის მაისში გახსნა.