ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, საამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარისგან თავი შეიკავა, მისი თქმით, მოწმის სტატუსიტ უნა დაიკითხოს რაც მისთვის დიდი სტრესია. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი მის მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს აქვს წაყენებული. გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა ბაქრაძეს ასევე გამოძიება 6 სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
იხილეთ:
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა