ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო ნაცლიშვილის დედისა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დაპირისპირება: კადრები და კომენტარები სასამართლოდან - Palitra News

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო ნაცლიშვილის დედისა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დაპირისპირება: კადრები და კომენტარები სასამართლოდან

2018-09-06 14:10:52+04:00

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში მცირე ინციდენტი მოხდა. ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს."მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟირნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

იხილეთ:

"ბავშვების თვალებიდან დღემდე ვერ გამოდის ის ყველაფერი. მათ დაწვაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედაბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა